Gizlilik

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს შპს „ლინგველის“-ს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემთა დამუშავების წესს, მიზნებსა და შენახვის პირობებს. მიზნად ისახავს თითოეული მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვას და მათი პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ეს დოკუმენტი განმარტავს, რა ინფორმაცია მოგვეწოდება თქვენგან ან შეიძლება მოგვეწოდოს. მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ასახავს იმას, თუ რა სახით და რა მიზნებისთვის ვიყენებთ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ.

  • ინფორმაციის შეგროვება

თქვენი პირადი ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, რომელიც ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ, დავამუშავოთ და საჭიროების შემთხვევაში მოვითხოვოთ, არის:  

  • სახელი, გვარი;  
  • სქესი;  
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;  
  • მობილური ტელეფონის ნომერი;  
  • დაბადების თარიღი;   
  • ქვეყანა
  • ქალაქი
  • სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწოდებთ რეგისტრაციისას, ელექტრონული ფოსტით, ონლაინ კონსულტაციისას, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით.

ვებ გვერდზე ვიზიტისას ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება იყოს შემდეგი:  

  • ვებ გვერდზე ვიზიტის ადგილი  
  • ვებ გვერდზე შემოსვლის დრო  
  • IP მისამართი  
  • ნებისმიერ შევსებულ ფორმაში თუ გამოკითხვაში მიღებული ინფორმაცია;
  • სხვა საკომუნიკაციო ინფორმაცია

 

  1. სერვერის მიერ შექმნილი მოკლე საინფორმაციო ფაილები (cookies)

 

2.1. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციისა ადმინისტრატორის ვებგვერდი შეიცავს ქუქის (cookies). ქუქი არის მოკლე ტექსტური ფაილი, რომელსაც თქვენს მყარ დისკზე ინახავს თქვენ მიერ მონახულებული ვებგვერდი. ტექსტური ფაილი შეიცავს ინფორმაციას და, სხვა მიზნებთან ერთად, გამოიყენება მნახველის მიერ შესაბამისი ვებგვერდით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

2.2. არსებობს ორი ტიპის ქუქი. პირველი ტიპი, რომელსაც მყარ ქუქის (persistent cookies) უწოდებენ, ინახავს ფაილს თქვენ მყარ დისკზე გარკვეული დროით. ადმინისტრატორი იყენებს მყარ ქუქის იმისათვის, რომ დააფიქსიროს მნახველის ნავიგაცია ვებ გვერდზე და შეაგროვოს სტატისტიკური მონაცემები.

2.3. ქუქის სხვა ტიპი, რომელსაც სესიის ქუქი (session cookie) ეწოდება, ინახება მხოლოდ იმ ხნის განმავლობაში, რა დროშიც თქვენ ახდენთ ნავიგაციას ვებ გვერდზე. ადმინისტრატორის ინტერნეტ მომსახურების გამოსაყენებლად თქვენ უნდა დაეთანხმოთ სესიის ქუქის გამოყენებას. სესიის ქუქის ადმინისტრატორი იყენებს იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ საბანკო ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო როდესაც თქვენ დატოვებთ ადმინისტრატორის ვებგვერდს ან დახურავთ ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამას (browser) – სესიის ქუქი თავისით წაიშლება.

2.4. თუ თქვენ არ დაეთანხმებით ქუქის გამოყენებით მუშაობას, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სანავიგაციო პროგრამის (Interenet Explorer, Mozila Firefox, Google Crome და სხვა) უსაფრთხოების რეჟიმი. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ არ დაეთანხმებით სესიის ქუქის გამოყენებით მუშაობას, თქვენ ვერ შეძლებთ საბანკო ტრანზაქციების და სხვა მოქმედებების შესრულებას ადმინისტრატორის ვებგვერდზე.

 

  1. პერსონალური მონაცემების შეგროვების დამატებითი მექანიზმები საიტზე:

3.1. შესვლა სოციალური ქსელებიდან

 

3.1.1 Lingwing.com-ის -ს სამომხმარებლო ეკაუნტზე შესვლისას ან რეგისტრაციისას, თქვენ აგრეთვე საშუალება გაქვთ განახორციელოთ აუტენტიფიცირება და ამის შემდეგ დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ საიტზე უკვე არსებული პროფილის დახმარებით ერთერთი შემდეგი სოციალური ქსელიდან: Facebook, ან Google+.

ამ მიზნით შეგიძლიათ იპოვოთ შესაბამისი სოციალური ქსელის პროვაიდერის სიმბოლო, რომელიც მხარდაჭერილია ჩვენი საიტის მიერ რეგისტრაციის გვერდზე ან საიტზე შესასვლელ გვერდზე. პროვაიდერთან კავშირის დამყარების წინ ჩვენ გვესაჭიროება დასტური, რომ თქვენ გამოთქვავთ თანხმობას პროცესზე და მონაცემების გადაცემაზე, რომელიც აღწერილია ქვემოთ:   

როცა თქვენ დააკლიკებთ შესაბამის სიმბოლოს, იხსნება ახალი ფანჯარა (დანართი), საიდანაც თქვენ უნდა შეხვიდეთ სისტემაში სოციალურ ქსელში წვდომის თქვენი მონაცემების საშუალებით. წარმატებული შესვლის შემდეგ სოციალური ქსელი გატყობინებთ, თუ რომელი მონაცემები მოგვეწოდა ჩვენ აუტენტიფიცირებისათვის რეგისტრაციის ან საიტზე შესვლის პროცესის ფარგლებში. თუ თქვენ ეთანხმებით მონაცემების აღნიშნულ გადაცემას ჩვენს საიტზე რეგისტრაციისათვის სავალდებულო შევსებისათვის განკუთვნილი გრაფები ივსება გადმოცემული მოანცემებით. საიტზე შესასვლელად ან დასარეგისტრირებლად ჩვენ გვჭირდება შემდეგი მოანეცემი:

(ა) თქვენი სახელი და გვარი

(ბ) თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.

მხოლოდ მას შემდეგ რაც თქვენ გამოხატეთ თანხმობა გადმოსაცემ და სავალდებულო მონაცემების გამოყენებაზე, თქვენი მოანაცემები შეინახება ჩვენს მიერ და გამოიყენება იმ მიზნებისათვის, რომელიც მითითებული პ.5. ჩვენს კომპანიაში სამომხმარებლო აკაუნტის გახსნასა და სოციალურ ქსელში  თქვენს ეკაუნტს შორის არ არის არავითარი კავშირი აუტენტიფიკაციის პროცესით.

საიტზე რეგისტრაციისათვის და შესასვლელად აუტენტიფიკაციის პროცესის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით თქვენი IP-მისამართი გადაეცემა სოციალური ქსელის შესაბამის პროვაიდერს. ჩვენ არავითარ გავლენას არ ვახდენთ მონაცემების შეგროვების მიზანსა და მოცულობაზე და მის შემდგომ დამუშავებაზე სოციალური ქსელის შესაბამისი პროვაიდერის მიერ. ამის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ წაიკითხოთ შესაბამისი პროვაიდერის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

Facebook-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკა — https://www.facebook.com/about/privacy/

Google+ ის მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკა — http://www.google.com/policies/privacy/

 

3.2 Google Analytics

აღნიშნული ვებ-გვერდი იყენებს Google Analytics, Google Inc. (Google) სერვისით ქსელის ანალიზისათვის.  Google Analytics სარგებლობს cookie ფაილების განსაკუთრებული ფორმით - ტექსტური ფაილი, რომელიც ინახება თქვენს კომპიუტერში და იძლევა თქვენს მიერ ვებ-გვერდის მოხმარების ანალიზირების საშუალებას. ინფორმაცია თქვენ მიერ აღნიშნული ვებ-გვერდით სარგებლობის შესახებ, რომელიც მოაგროვა cookie ფაილმა, ზოგადი წესით იგზავნება Google სერვერზე აშშ-ში და ინახება იქ.

3.2.1. Google Analytics აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოიცავს აგრეთვე “gat._anonymizeIp()“ კოდს, იმისათვის რომ უზრუნველვყოთ IP-მისამართების ანონიმური ჩაწერა (ე.წ. IP-შენიღბვა). აღნიშნულ ვებ-გვერდზე IP-მისამართების ანონიმიზაციის შედეგად Google ამოკლებს თქვენს IP-მისამართს ევრო კავშირის ტერიტორიის და ევროპული ეკონომიკური საზოგადოების მონაწილეთა ქვეყნების ფარგლებში. აშშ-ს Google-ის სერვერზე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაეცემათ სრული მისამართი და მოკლდება იქ.

3.2.3. Google იყენებს ინფორმაციას ჩვენი სახელით, რათა გააანალიზოს აღნიშნული ვებ-გვერდით თქვენი სარგებლობა და შეადგინოს ანგარიში ვებ-გვერდზე აქტიურობის შესახებ და უზრუნველყოს ვებ-გვერდის ოპერატორს დამატებითი მომსახურეობებით, რომლებიც ეხებიან ვებ-გვერდის და ინტერნეტის სარგებლობას. თქვენი ბრაუზერის მიერ  Google Analytics -ში გადაცემული IP-მისამართი არ უკავშირდება Google-ს სხვა მონაცემებს.

3.2.4 თქვენ შეგიძლიათ არ დაუშვათ cookie ფაილის შენახვა, თქვენს კომპიუტერზე შესაბამისი პარამეტრების დაყენებით. თქვენ შეგიძლიათ აუკრძალოთ Google-ს cookie ფაილების მეშვეობით ვებ-გვერდის თქვენ მიერ გამოყენების შესახებ მონაცემების ჩაწერა (მათ შორის  თქვენი IP-მისამართი) და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები. ამისათვის გადმოწერეთ და დააყენეთ თქვენს ბრაუზერში პლაგინი მისამართიდან https://tools.google.com/dlpage/gaoptout?hl=en. უფრო დაწვრილებით ინფორმაციას გამოყენების პირობების და მონაცემთა დაცვის შესახებ იხილეთ აქ: http://www.google.com/analytics/terms/us.html  http://www.google.com/analytics/learn/privacy.html?hl=en ან http://www.google.com/intl/en/policies/privacy/

 

3.3 Google AdWords

აღნიშნული ვებ-გვერდი სარგებლობს Google AdWords-ით (მობილური აპლიკაციებისთვის კი გამოიყენებ FireBased, რომელიც ეყრდნობა Google AdWords-ის კონფენდენციალურობის პოლიტიკას), Google-ის ანალიტიკური მომსახურებით, და იყენებს კონვერსიის მოძიებას, რომელიც წარმოადგენს Google AdWords-ის ნაწილს.

3.3.1  როცა თქვენ დააკლიკებთ Google-ის მიერ წარმოდგენილ სარეკლამო განცხადებაზე, Google AdWords-ი ინახავს cookie ფაილს კონვერსიის მოსაძებნად („cookie კონვერსიული ფაილი“) თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე. cookie მსგავსი ფაილები კარგავენ ძალას 30 დღეში და არ იძლევიან თქვენი პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას. თუ თქვენ სტუმრობთ ჩვენი ვებ-გვერდის განსაზღვრულ გვერდებს, ჩვენ და Google-ს შეგვიძლია გავიგოთ, რომ თქვენ დააკლიკეთ განცხადებას და გადმომისამართდით ამ გვერდზე.    cookie კონვერსირებული ფაილების საშუალებით შეგროვებული ინფორმაცია ემსახურება Adwords-ის კლიენტებისათვის სტატისტიკის შესაგროვებლად, რომლებიც სარგებლობენ კონვერსიის მოძიებით. ამ სტატისტიკური ინფორმაციის წყალობით ჩვენ ვიგებთ მომხმარებელთა რაოდენობას, რომლებმაც დააკლიკეს Google-ის სარეკლამო განცხადებას და გადავიდნენ გვერდზე კონვერსიის მოძიების ტეგით.

3.3.2. ჩვენ აგრეთვე ვსარგებლობთ Google Analytics-ით, იმისათვის, რომ გავაანალიზოთ მონაცემები AdWords-იდან და cookie ნებისმიერი ფაილები DoubleClick-დან სტატისტიკური მიზნებისათვის.

3.3.3. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ აღნიშნული ფუნქცია სარეკლამო უპირატესობათა მენეჯერში (Ad Preferences Manager ): https://www.google.com/settings/u/0/ads?hl=en.

3.3.4. Google-ის კომპანიის რემარკეტინგის ფუნქციით ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მივმართოთ მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე მოინახულეს ჩვენი ვებ-გვერდი. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ვუჩვენოთ განცხადებები მიზნობრივ ჯგუფს, რომელმაც უკვე გამოიჩინა ინტერესი ჩვენი პროდუქციის ან მომსახურეობის მიმართ. გარდა ამისა, წინა 30 დღის განმავლობაში Google სარეკლამო ქსელში (სარეკლამო-ბანერული ქსელი) ვებ-გვერდებზე მომხმარებელთა ქცევაზე დაყრდნობით და საკონტაქტო საძიებოს დახმარებით  პროგრამა AdWords განსაზღვრავს, თუ რომელი საერთო ინტერესები და მახასიათებლები გააჩნიათ ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლებს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით პროგრამა AdWords პოულობს ახალ პოტენციურ კლიენტებს მარკეტინგული მიზნებისათვის, რომელთა ინტერესები და სხვა მახასიათებლები ემთხვევა ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლებისას. მომხმარებელთა განსაზღვრული ჯგუფებისათვის მიზნობრივი რემარკეტინგი ხორციელდება cookie რამოდენიმე ფაილის გამოყენების საშუალებით, როგორიცაა Google Analytics ქუქი და Google DoubleClick cookies.

3.3.5. Google AdWords მონაცემების გამოყენებისა და კონფედენციალურობის შესახებ წესებისა და პირობების შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ გვერდს: http://www.google.com/policies/technologies/ads/.

 

3.4. Smartsupp - Smartsupp - არის ჩატი, რომელსაც კომპანია ლინგველი იყენებს ვებ-საიტზე მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით. როდესაც თქვენ იყენებთ ჩატს, Smartsupp აგროვებს შემდეგ ინფორმაციას:

  1. თქვენ მიერ ჩვენს საიტზე დათვალიერებული გვერდები
  2. თქვენი ვიზიტის დრო და თარიღი
  3. ტექნიკური ინფორმაცია: ეკრანის გაფართოება, ოპერაციული სისტემა, ბრაუზერი და მოწყობილობის ტიპი
  4. გეოლოკაცია (ქვეყანა და ქალაქი)
  5. IP მისამართ
  6. სახელი და გვარი
  7. ელექტრონული ფოსტა

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ბმული: https://www.smartsupp.com/data/Smartsupp_DPA_EN_web_17_05.pdf

3.5. Facebook Pixel - არის Facebook-ის სისტემა, რომელიც ახდენს მომხმარებლის ტრექინგს და იღებს შემდეგ ინფორმაციას:

Http სათაურებს -

Facebook Cookie-ში არსებულ ინფორმაციას

ღილაკის დაჭერის ინფორმაციას

ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას

ფორმებში ჩაწერილი სახელებს

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: https://developers.facebook.com/docs/facebook-pixel/implementation/gdpr/

 

3.6 Microsoft clarity - ჩვენ ვთანამშრომლობთ Microsoft Clarity-სა და Microsoft Advertising-სთან, რათა დავაკვირდეთ, როგორ იყენებთ და ურთიერთობთ ჩვენს ვებსაიტთან ქცევითი მეტრიკების, ჰითმეფების და სესიის ჩანაწერების საშუალებით ჩვენი პროდუქტების/მომსახურებების გაუმჯობესებისა და მარკეტინგის მიზნით. იყენებს cookie ფაილებს რათა განისაზღვროს პროდუქტის/სერვისის ონლაინ აქტივობა.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  Microsoft Privacy Statement

 

  1. დამუშავების პროცედურები და უსაფრთხოების ღონისძიებები

4.1. პირადი მონაცემები მუშავდება ავტომატიზებული ან არაავტომატიზებული აღჭურვილობით. მისი დამუშავების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხოლოდ იმ დროით, რაც აუცილებელია იმ სამუშაოს შესასრულებლად, რისთვისაც ხდება აღნიშნული მონაცემების შეგროვება. უზრუნველყოფილია კონკრეტულ უსაფრთხოების ზომებთან შესაბამისობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მონაცემთა დაკარგვა, უკანონო ან არასწორი გამოყენება და არაუფლებამოსილი დაშვება. ცალკეული მომსახურებებისთვის განკუთვნილ ვებგვერდის განყოფილებებში, სადაც აუცილებელია მოსარგებლე მომხმარებლის მიერ პირადი მონაცემების შეტანა, ხდება მონაცემთა დაშიფვრა უსაფრთხო მიერთების პროტოკოლად (Secure Sockets Layer– SSL) წოდებული უსაფრთხოების ტექნოლოგიის გამოყენებით. SSL ტექნოლოგია კოდებად გარდაქმნის ინფორმაციას მის ინტერნეტში გაგზავნამდე, მომხმარებლის კომპიუტერსა და ადმინისტრატორის ცენტრალურ სისტემებს შორის. შედეგად ეს ინფორმაცია გაუგებარი ხდება არაუფლებამოსილი პირებისთვის და ამ გზით ხდება გადაცემული ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. SSL ტექნოლოგიის გამოყენებისთვის აუცილებელია, მომხმარებლის მიერ გამოყენებული ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამა (browser) იძლეოდეს მინიმუმ 128 ბიტის მოცულობის უსაფრთხოების გასაღებების “გაცვლის” შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხო დაკავშირება ზემოაღნიშნული წესით ადმინისტრატორის ცენტრალურ სისტემებთან.

 

  1. პერსონალური ინფორმაციის გამოყენება

5.1 შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მომსახურების გასაწევად, მათ შორის:

  • თქვენთან დასაკავშირებლად
  • საკონტრაქტო პირობების შესასრულებლად
  • ჩვენი მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის გასაუმჯობესებლად
  • საიტის და სერვისების ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის
  • ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად
  • სეგმენტირებული (ლოკაცია, დაბადების დღე) მარკეტინგული შეტყობინებების გასაგზავნად
  • დავის გადასაწყვეტად, ჩვენ შორის დადებული ხელშეკრულების აღსასრულებლად და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის
  • წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული სხვა შემთხვევებისთვის

 

  1. პირდაპირი მარკეტინგის წესები

6.1. პირადი ინფორმაციის გამოყენება პირდაპირი მარკეტინგისათვის და სარეკლამო შეტყობინენების გაგზავნისათვის ხდება მომხმარებლის თანხმობით საკუთარ პროფილზე

6.2. პირდაპირ მარკეტინგზე და სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმა შესაძლებელია საკუთარ პროფილზე შესაბამისი ღილაკის დაჭერით.

 

  1. მომხმარებლის პირადი მონაცემების შენახვის ვადა

 

7.1. თქვენ მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია შეინახება მომხმარებლის მიერ საკუთარი პროფილის გაუქმებამდე ან რამდენი ხანიც საჭიროა კანონმდებლობის ნორმების გათვალისწინებით.

7.2. თუ თქვენ გაეცით თქვენი მკაფიო თანხმობა თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებაზე სარეკლამო მიზნებისათვის ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს აღნიშნული მიზნებისათვის იქამდე, ვიდრე თქვენ არ გააუქმებთ თქვენს თანხმობას ან თქვენ პირად პროფილს ვებ-გვერდზე. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენ მიერ მოცემული თანხმობა ნებისმიერ დროს მომავალში შესაბამისი შედეგებით.

7.3.თანხმობა თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებაზე მარკეტინგული მიზნებისათვის ხდება საიტზე რეგისტრაციისას შესაბამისი ველის მონიშვნით.



  1. პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებისათვის

8.1 თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის კანონით ან თქვენი აშკარა თანხმობის გარეშე.

თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე პირებისთვის მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია თქვენ მიერ შეკვეთილი მომსახურების დამუშავებისთვის.

8.1.2. მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის ლინგვინგი იყენებს გლობალსელის სმს-ების დაგზავნის მომსახურებას, რა მიზნითაც აწვდის მას თავისი მომხმარებლების ტელეფონის ნომრებს. ამ ინფორმაციის გადაცემა ხდება სხვა ნებისმიერი პარამეტრის გარეშე. თქვენ შეგიძლაით გაეცნოთ “გლობალსელის” უსაფრთხოების პოლიტიკას შემდეგ მისამართზე: http://globalcell.ge/index.php?option=com_content&task=view&id=24423&Itemid=378

8.2 თქვენი მონაცემები შეიძლება გამჟღავნებული იყოს პოლიციისთვის ან სასამართლო ხელისუფლებისთვის, კანონის შესაბამისად ან ასეთი ორგანიზაციების ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში

 

  1. მომხმარებლის უფლებები

 

9.1 მომხმარებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს ლინგველისგან:

  • ლინგვინგველმა გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
  • მოითხოვოს ინფორმაცია საკუთარი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემთა მიმღებების სიმრავლისა და არაპროპორციულად დიდი ხარჯების გამო. ამ უკანასკნელი გარემოების შესახებ უნდა ეცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.



9.2. მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში ლინგველი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მომხმარებელს აცნობოს უარის თქმის საფუძველი .

 

9.3. თუ ლინგველი მომხმარებლის მოთხოვნის გარეშე, თავად ჩათვლის, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები არასრულია, არაზუსტია ან არ არის განახლებული, მან შესაბამისად უნდა გაასწოროს ან განაახლოს მონაცემები და ეს აცნობოს მომხმარებელს.

 

9.4. მომხმარებლის მხრიდან გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის შემდეგ ლინგველი უფლებამოსილია განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე დაბლოკოს მონაცემები.

 

9.5. მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 3 დღის ვადაში და ძალაშია ლინგველის მიერ მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, წაშლისა და განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

9.6. მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება დაბლოკვის მიზეზის არსებობის განმავლობაში უნდა ერთოდეს შესაბამის მონაცემებს.



  1. სერვისების შეწყვეტა:

 

10.1. მომხმარებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოს თავისი აქაუნთი შესაბამისი შედეგებით.

10.2. აქაუნთის გაუქმება ხდება სპეციალური ღილაკის მეშვეობით - აქაუნთის გაუქმება

10.3. აქაუნთის გაუქმება იწვევს ლინგვინგისგან ყველა სერვისის მიწოდების შეწყვეტას, ასევე ჩვენი მხრიდან თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლას ბაზიდან

10.4. მომხმარებელს აქვს უფლება შეწყვიტოს კომპანია ლინგვინგისგან ელექტრნული შეტყობინებების მიღება ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ამისათვის საჭიროა ელექტრონულ ფოსტაზე მოსულ შეტყობინებაზე ღილაკის “უარი ელექტრონულ ფოსტაზე სარეკლმაო მასალის დაგზავნაზე” დაჭერით.

10.5. მომხმარებელს აქვს უფლება შეწყვიტოს კომპანია ლინგვინგისგან სმს-ების მიღება მოსულ სმს-ზე no sms კოდის ჩაწერით, რომელიც მითითებული იქნება გამოგზავნილ შეტყობინებაში.

 

  1. მარეგულირებელი კანონმდებლობა

 

11.1. პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მოხდება ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად, ისევე როგორც მათი ღირსების დაცვით, კონფიდენციალურობასთან განსაკუთრებული მითითებით, იდენტურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით.



  1. დაკავშირება კონფიდენციალურობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით

12.1. ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დაგვიკავშირდეს ელექტრონულ ფოსტაზე info@lingwing.com ან ტელეფონის ნომერზე 599075577. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 20, თბილისი 0146, იმისათვის, რომ მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დაცვა წინამდებარე პირობების შესაბამისად.

Şirket
HakkımızdaOrtaklarMesleklerBlog
InstagramFacebookTikTokLinkedIn

©lingwing.com 2025. All rights reserved